“რამოდენიმე სიტყვით მინდა მოგმართოთ თითოეული პოლიციელისა და თითოეული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სახელით გესაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აწუხებთ. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი და საკმაოდ მაღალი რადიკალიზაციის პირობებში ხორციელდება ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება და ხშირ შემთხვევაში და ზოგიერთ მხარეს აქვს მცდელობა, რომ პოლიცია ამ პროცესში გახადოს მხარე. მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია არის, რომ პოლიცია არის სრულიად აპოლიტიკური და ეფექტური ორგანო. შესაბამისად, როდესაც ასეთ მცდელობებს აქვს ადგილი, უნდა გვესმოდეს, რომ პოლიცია არის ყველასი და პოლიციისა და რეფორმების ძრითადი მიზანი გახლავთ, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური.
მეორე და ყველა პოლიციელისთვის მნიშნელოვანი საკითხი. სისტემური ხასიათი მიიღო პოლიციისა და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ეს იღებს კამპანიურ ხასიათს. ყველამ უნდა გავიხსენოთ, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს. პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა, რამეთუ ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის დღევანდელ და მომავალ ინტერესებში”
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას;
იტვირთბა....