17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით გამართულ კონცერტთან დაკავშირებით მისი ორგანიზატორი –ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანი” განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოძრაობა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშს იხდის.
განცხადებაში წერია, რომ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები, რომლებთანაც შეთანხმება ბოლომდე არ ჰქონდათ დასრულებული.
“სამწუხაროდ, დაბეჭდილი მასალა ტექნიკური პერსონალის მიერ ისე გავრცელდა, რომ ის აღარ გადამოწმებულა. შევნიშნავთ იმასაც, რომ ეს იყო არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საჯარო სივრცისთვის არ იყო განკუთვნილი.
მაინც ის არის ჩვენი შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდით,” – წერს “დავითიანნი”.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების ეზოში კონცერტია დაგეგმილი. კონცერტის აფიშაში ეწერა, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ სუხიშვილები და ნინო ქათამძე. მაგრამ როგორო გაირკვა ქათამაძე კონცერტში მონაწილეობას არ მიირებს. მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ნატო მეტონიძემ, აჩიკო ნიჭარაძემ და თამრიკო ჭოხონელიძემ.
ასევე 17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით18-23 ივნისს თბილისში ლგბტქ პრაიდის გამართვა იგეგმება. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრაიდის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.