ნატო მეტონიძე, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, მას კონცერტის დღეს სხვა გეგმები აქვს და ეს მისი არჩევანია.
მომღერალი ამბობს, რომ ამ შეთავაზებით მისთვის არავის მიუმართავს. როცა ორგანიზატორებს დაუკავშირდა და დაინტერესდა, თუ საიდან მოხვდა მისი გვარი აფიშაზე, მას მოუბოდიშეს და უთხრეს, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა.
სამების ტაძრის ეზოში, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნია“.
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ კონცერტში მონაწილეობას აპირებს. „თბილისი პრაიდმა“ კი მიმართა „სუხიშვილებს“, რომ ამ კონცერტში მონაწილეობა არ მიიღოს.
წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”.