“თუ ჩვენ ვლაპარაკობთ კრიზისებზე, ის ერთადერთი ადამიანია ფაქტობრივად, ხელისუფლებაში, ვინც კრიზისმენეჯმენტის გარკვეული უნარები გამოავლინა. ეს აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება იყო . რაღაც მომენტში გამოჩნდა, რომ ხიბლში შევიდა, თუმცა ამ პანკისის მოვლენებმა ის კარგად შეაჯანჯღარა და დაანახა, რომ არაფერი მუდმივი არ არის…თვალის ჩაკვრები, ყავაზე მიპატიჟებები, ჟურნალისტებისთვის მიმართვა – გაიღიმეთ და ა.შ, თანაც მძიმე ვითარებაში, ვფიქრობ, იყო მისი გამსუბუქება. მას, შეიძლება, აქვს უნარი, დაბრუნდეს დედამიწაზე და ნუ დაიჯერებს საკუთარ ჯეიმს ბონდობას.
თვითონ ეს საბჭო გაუგებარი წარმონაქმნია და ამ ტიპის საბჭოს აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უზრუნველყოფს კოორდინაციას, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, კრიზისულ ვითარებაში. მისი ფუნქცია კარგად არ მესმის, რადგან ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია მთავრობას შეიკრიბოს და გადაწყვეტილება მიიღოს”.
გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი
TVირველის ეთერი