fbpx
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ახალი პარტნიორი – ZPMC მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიაა

1-ელ მაისს 12:00 საათზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ZPMC-ს შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და კომპანია ZPMC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ლიუ ქიზონგმა.

უდიდესი ჩინური კომპანია ZPMC ანაკლიის პორტს eRTG ტიპის ამწეებით მოამარაგებს. eRTG ტიპის ამწეები პორტის ტერიტორიაზე კონტეინერების გადასაადგილებლად და დასასაწყობებლად გამოიყენება და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ამ ეტაპზე ZPMC-გან 12 ერთეულ ამწეს შეისყიდის. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ZPMC გამარჯვებულ კომპანიად საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოავლინა. ტენდერი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ერთად კონსორციუმის პარტნიორი კომპანიები – საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი SSA Marine და დეტალური პროექტის ავტორი BergerABAM უძღვებოდნენ. ტენდერში დიდი საერთაშორისო, მათ შორის, ევროპული კომპანიები მონაწილეობდნენ, ხოლო საფინალო ეტაპზე სამი წამყვანი კომპანია გავიდა.

ZPMC მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც რთული პირობებისთვის განკუთვნილ მძიმე ტექნიკას აწარმოებს, მათ შორისაა დიდი მოცულობის საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადამზიდავი ტექნიკა, საზღვაო და სხვა ტიპის მძიმე ტექნიკა. კომპანია, ასევე, მოწინავეა მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საზღვაო ტექნიკის მაღალი სტანდარტებით წარმოებაში.

კომპანიის მფლობელობაშია 60,000 დან 100,000 ტონის სიმძლავრის 26 გემი, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილდებიან. ZPMC-ის ცენტრალური ოფისი შანხაიში მდებარეობს და კომპანია შანხაის საფონდო ბირჟაზე კვოტირებს.

სხვა ამბები

ხაზარაძე – პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა

newsadmin

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამ ქმედების შეწყვეტას – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუგუტიანთკარზე

newsadmin

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გაათავისუფლეს

newsadmin

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მრჩევლად დიმიტრი ლეჟავას დანიშვნის თაობაზე განცხადებას აკეთებს

newsadmin

“პრეზიდენტი დასვენების ადგილიდანაც მუშაობდა” – ადმინისტრაცია

newsadmin

რუსთავი 2 დიდი ეპოქა დასრულდა – ნუგზარ წიკლაური

newsadmin
იტვირთბა....