ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეტყობა, პუტინმა სთხოვათ ან მოსთხოვა” – მეუფე იაკობი გახარიას ახალ თანამდებობაზე

ტვ პირველთან საუბრისას მეუფე იაკობმა  განაცხადა, რომ გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნი შესაძლოა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნით გახდა.

მეუფის განცხადებით, გახარია ამ თანამდებობაზე დიდხანს ვერ იქნება.

“რატომ დანიშნეს და ეტყობა პუტინმა სთხოვათ ან მოსთხოვა… რასაც ეგ აშავებს, ამდენ ხანს როგორ არის არ გიკვირს?! ცოტა ხანს, რამდენიმე დღე შემორჩება, მერე ვნახოთ,”-ამბობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი.

ტვ პირველის ინფორმაციით, მღვდელმთავარმა ამ განცხადების გასაკეთებლად ტელეკომპანიას თავად მიმართა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცეპრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა.

2018 წლის დეკემბერში ქორეპისკოპოსმა იაკობმა გიორგი გახარიას “მოსკოვის კაცი” უწოდა და თქვა, რომ მასთან ნორმალური ურთიერთობა არ აქვს. “გახარია ჩემთვის არ არის ისა… ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია ჩემთვის. თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებთ იმიდან…”

რამდენიმე თვის შემდეგ, ქორეპისკოპოსმა იაკობმა რუსთავი 2-თან განაცხადა, რომ შს მინისტრთან ნორმალური ურთიერთობა აქვს, თუმცა არ სურს საუბარი, რატომ დაუპირსიპირდა მას რამდენიმე თვის წინ.

იტვირთბა....