ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელაიას სოფელ დარცელში მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.
ამბობენ, რომ ია კერზაიას გარდაცვალებას ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
„თქვენ ხართ პატიოსანი კაცი. ბინძური ძალა, ნაციონალების სახით, ცდილობს თქვენს გამოყენებას,“ – ამ სიტყვებით მიმართეს ბაჩანა შენგელიას.
„მე მაინტერესებს საქმის გამოძიება, ამაზე მელაპარაკეთ. ვინ რას იყენებს, ეს არ არის ჩვენი საქმე… ეს არის პროვოკაცია და თქვენი მესიჯბოქსი,“ – აღნიშნა შენგელიამ.
კადრებს “კურიერი” ავრცელებს.