“იცით, რომ ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას, არათუ ვუფრთხილდებით, ეს ურთიერთობა აყვანილია ძალიან მაღალ დონეზე. თუ რაღაც არასწორი ინფორმაცია ან გარკვეული შეცდომა გაიპარა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაგიხარდეთ და არ უნდა დაიწყოთ მანიპულირება. არასასიამოვნოა, როცა ასე ხდება, მაგრამ თუ ეს არის შეცდომა, ეს გამოსწორებადია”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი;
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე 29 აპრილს გააზიარა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტი, რომელშიც ტრამპი წერდა:
„მძინარა ჯო ბაიდენი დღეს პირველ აქციას მართავს პენსილვანიაში”…
მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის პოსტი, სადაც ის ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს, სოციალური მედიის მენეჯერმა შეცდომით გააზიარა პრეზიდენტის ტვიტერის ოფიციალური ანგარიშიდან.
მოისწრაფიშვილმა არც კიბერშეტევა გამორიცხა.