შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის “ტვიტერის” ოფიციალური გვერდის შესაძლო გატეხვასთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის “ტვიტერის” ოფიციალური გვერდის შესაძლო გატეხვასთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, დაიწყება გამოძიება”, – განაცხადეს შსს-ში.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე 29 აპრილს გააზიარა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტი, რომელშიც ტრამპი წერდა:
„მძინარა ჯო ბაიდენი დღეს პირველ აქციას მართავს პენსილვანიაში”…
მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის პოსტი, სადაც ის ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს, სოციალური მედიის მენეჯერმა შეცდომით გააზიარა პრეზიდენტის ტვიტერის ოფიციალური ანგარიშიდან.
მოისწრაფიშვილმა არც კიბერშეტევა გამორიცხა.