“დავით გარეჯზე ბევრი საუბარი მიდის, მაგრამ ფაქტი ერთია, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადმოკვეთს საზღვარი და პასუხი არავინ გასცა. მე მაინტერესებს, რა წესდებით ხელმძღვანელობენ დღეს მესაზღვრეები?. იქიდან არქიმანდრიტი დახმარებას იხვეწება… მიდის ძალადობა ფაქტიურად და არ უშვებენ ჩვენს მორწმუნეებს სალოცავად…ძალიან კარგია ,რომ გაიხსნა, მაგრამ გვეუბნებიან რომ 5-ში ისევ დაკეტავენ… რატომ ხდება ეს ? ხომ არ არის რამე ფარული გარიგება, ზურგს უკან, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდებოდა კოდორის ხეობაში? ხან დესანტი შემოგვიყვანეს, ხან ჩეჩნები შემოგვიყვანეს, ზურგსუკან გარიგებებით და თუ ეს ასე ხდება, ჩვენთვის ეს ტერიტორია დაკარგული იქნება მალე… ვფიქრობ, დავუძახოთ ან შს მინისტრს ან სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელს, გვიხსნას რა ხდება იქ”.
ემზარ კვიციანი, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი