ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის 1986 წელს დაბადებული ზაზა შარია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. შსს-ს ცნობით, ზაზა შარია 2013 წელს გალის პროკურატურამ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა. უწყება ავრცელებს ინფორმაციასაც, რომ შარია თოფურიების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით 2014 წელსაც ძებნაში იყო.
ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.
ინფორმაციის წყარო: “კურიერი“