aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩუგოშვილი: ტრამპთან თუ გაქვთ პრეტენზიები, დაუსვით ეს კითხვა მის ადმინისტრაციას

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ცოტა უცნაურია, რომ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის პოსტზე ამხელა აჟიოტაჟია საქართველოში”, – ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ჟურნალისტების შეკითხვას, სალომე ზურაბიშვილის მიერ დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარების შესახებ.

“რა მნიშვნელობა აქვს გაზიარებული აქვს თუ არა… ეს ტვიტი ეკუთვნის აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს, მასთან თუ გაქვთ პრეტენზიები, დაუსვით ეს კითხვა მის ადმინისტრაციას”. – ამბობს ჩუგოშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე 29 აპრილს გააზიარა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტი, რომელშიც ტრამპი წერდა:

„მძინარა ჯო ბაიდენი დღეს პირველ აქციას მართავს პენსილვანიაში”…

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის პოსტი, სადაც ის ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს, სოციალური მედიის მენეჯერმა შეცდომით გააზიარა პრეზიდენტის ტვიტერის ოფიციალური ანგარიშიდან.

იტვირთბა....