მთავარი ციტატა

“ქალბატონი  ზურაბიშვილი აგრძელებს საქართველოს იმიჯისა და ინტერესების დაზიანების წარმატებულ ტრადიციას”

„ჩვენი მთავარი ამოცანა ამერიკასთან მიმართებაში არის და იქნება სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება იმის მიუხედავად, რომელი პარტიაა წარმოდგენილი თეთრ სახლში და კონგრესის უმრავლესობაში. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, გვქონდეს კარგი ურთიერთობა ორივე პარტიასთან – რესპუბლიკელებთანაც და დემოკრატებთანაც. ამიტომ, სრულიად არასწორად, საზიანოდ და არასწორად მიმაჩნია ჩვენი მხრიდან ამერიკის შიდა პოლიტიკაში ჩარევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას აკეთებს ქალბატონი ზურაბიშვილი და ამით ის აგრძელებს იმ “წარმატებულ” ტრადიციას, რომელიც მან არაერთგზის გამოავლინა, როდესაც აზიანებდა საქართველოს იმიჯს და საქართველოს ინტერესებს უცხოეთში“.

დავით ბაქრაძე, ევროპული საქართველოს წევრი

იტვირთბა....