გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 40 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.
გარდაცვლილს ჭრილობები – გულ-მკერდის არეში აქვს, სავარაუდოდ, მამამ მიაყენა.
ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.