პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა შეხვედრა, რომელსაც დეპუტატები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მისი თქმით, მას არანაირი სურვილი არ ჰქონდა ანრი ოხანაშვილის მონოლოგისთვის მოესმინა, რადგან სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სასაუბროდ მივიდა.
“მე აქ არ მოვსულვარ არ მოვსულვარ ამ დემაგოგიის მოსასმენად. ვიცოდი, ეს შეხვედრა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ტარდებოდა და მათი მოსაზრებების და შეფასებების მოსასმენად მოვედი. იმის თქმა, რომ საუკეთესო კანონპროექტი მიიღეს, იმ ფონზე, როდესაც გუშინწინ ასეთი პირდაპირი, მკვეთრი, უარყოფითი განცხადება გაკეთდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის საელჩოს მხრიდან და ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა პირდაპირ გააკეთა კომენტარი, რომ ის გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებულია ამ კანონთან დაკავშირებით, უხერხული მგონია. იგივე პოზიცია აქვს ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს. სირცხვილია, როცა ყველა გაკრიტიკებს, ყველა გეუბნება, რომ ცუდად მოიქეცი და ერთადერთი, ვისაც მოსწონს ეს კანონპროექტი, არის მისი ავტორი ჩინჩალაძის ჯგუფი” – განაცხადა ეკა ბესელიამ.