aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართველთმტრები მივრცელებენ ასეთ ცრუ ინფორმაციებს” – კვიციანი “მეტრონომთან” პანკისში რუსეთის შესაძლო აგრესიაზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ემზარ კვიციანის ინტერვიუმ, სადაც ის ამბობს, რომ პუტინმა ქართველები დაინდო.

სწორედ ამიტომ “მეტრონომი” “პატრიოტთა ალიანსის” წევრ ემზარ კვიციანს დაუკავშორდა და ამ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება სთხოვა.

“მეტრონომის” კითხვაზე რა მოტივით შეიძლებოდა რუსეთი შემოსულიყო პანკისში, კვიციანმა გვითხრა, რომ მას ამ განცხადებაში პანკისი არ უგულისხმია და “ქართველთმტრებმა” გაუვრცელეს დეზინფორმაცია.

“პანკისი არ ყოფილა ნაგულისხმები. ეს ამბავი ვიღაცამ არასწორად დაატრიალა. აქ იყო ნაგულისხმები აგვისტოს მოვლენები და 2008 წელი. ამ კითხვასთან დაკავშირებით პანკისი არც მახსოვდა. ეს ქართველთმტრები მივრცელებენ ასეთ ცრუ ინფორმაციებს” – განაცხადა კვიციანმა “მეტრონომთან’

შეგახსენებთ, ემზარ კვიციანმა “მძიმე კაცთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტრინმა ქართველები დაინდო.

 

იტვირთბა....