11 აპრილს ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით ვანო მერაბიშვილს უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.
პატიმრობის კოდექსის თანახმად, ამავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვა შესაძლებელია 6 თვის შემდეგ.
მერაბიშვილს გათავისუფლება 2020 წლის მარტში უწევს.
შეგახსენებთ საქმეებს, რომლებშიც ის მსჯავდებულია:
- „აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე – 2 წელი და 3 თვე;
- სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – 3 წელი;
- აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს – 4 წელი და 6 თვე;
- მითვისება-გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა – 5 წელი;ვალერი
- გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება – 6 წელი და 9 თვე.
მას შთანთქმის პრინციპიდან, ამინისტიიდან გამომდინარე, 6 წელი და 9 თვე აქვს მისჯილი.