სახალხო კრება, რომელიც
პანკისის ხეობაში სადაც მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, თითქმის სამი საათის განმავლობაში სახალხო კრება მიმდინარეობდა
კრება უკვე დასრულდა. მოსახლეობის განცხადებით, ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხზე დიალოგი კატეგორიულად გამოირიცხა. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ხეობაში სიტუაციის მოსაგვარებლად ხელისუფლების სახელზე მიმართვის გავრცელებას აპირებენ. ადგილობრივებმა არ დააკონკრეტეს ვის სახელზე და რა შინაარსის იქნება მიმართვა, თუმცა აღნიშნეს, რომ უახლოეს დღეებში კვლავ შეიკრიბებიან და მთავრობის მისამართით მთავარ მოთხოვნას გაავრცელებენ.
„შეხვედრაზე იყო ბევრ საკითხზე საუბარი, თუმცა ეს შიდა სამზარეულოა. ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ ჰესების თემა, რომ ამ საკითხზე დიალოგი კატეგორიულად გამოირიცხოს. თუმცა მიმართვას, თხოვნას გავავრცელებთ ხელისუფლების მისამართით. რა შინაარსის და ვის სახელზე, ამაზე უახლოს დღებში კვლავ შევიკრიბებით და გავასაჯაროებთ. ჩვენი მთავარი მიზანია ხეობაში სიტუაციის დალაგება”, – აღნიშნა ადგილობრივმა თამაზ ბაღაკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.
დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.