აღდგომის ღამეს მეტრო 23:00-დან დილის 04:00-მდე უფასო იქნება. ამის შესახებ სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა განაცხადა.
მუმლაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულის გამო, შემუშავდა ავტობუსების რვა დამატებითი მარშრუტი, რომელიც მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს.
„ეს მეტროსადგურებია – ვარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი. ასევე აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები. სულ რვა მარშრუტია. 28 აპრილს 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს 80 ერთეულამდე. 28-29 აპრილს მგზავრობა იქნება უფასო“, – განაცხადა მუმლაძემ.