ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რისი მშენებლობა იგეგმებოდა პანკისში – “მეტრონომი” პროექტის დეტალებს აქვეყნებს

პანკისის ხეობაში, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. მოსახლეობაში არ წყდება დავა, რამდენად გამართლებულია აღნიშნულ რეგიონში ჰესის მშენებლობა. ამასთან დაკავშირებით “მეტრონომი” გთავაზობთ ახმეტის მუნიციპალიტეტში მდ. ალაზანზე 5.4 მგვტ/სთ დადგმული სიმძლავრის ხადორი 3 ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტს, რომლის ავტორი და განმხორციელებელი შპს “ალაზანი ენერჯია”. ამ კომპანიის შესახებ ინფორმაციას და პროექტის შესახებ დეტალებს მკითხველს შეუძლია ქვემოთ მოცემულ ლინკზე გაეცნოს.

იხილეთ სრული პროექტი აქ

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.

დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.

იტვირთბა....