ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხაშურში 30 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა

ხაშურში 30 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. 1978 წელს დაბადებული მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი მეზობლებმა იპოვეს.

სამართალდამცველებმა იპოვეს იარაღიც, რომლითაც მამაკაცმა სავარაუდოდ, თავი მოიკლა. გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლის მიხედვით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....