მთავარი ციტატა

“თუ დამთმობები იყვნენ, იქამდე დაეთმოთ” – ბოკერია პანკისის მოვლენებზე

“შს მინისტრმა თქვა, რომ არ აშენდება ჰესი, ვიდრე არ იქნება მოსახლეობის 90%-ის თანხმობა. თუ ეს ასე იყო, რატომ მანამდე არ უთხრეს მოქალაქეებს?! აღშფოთებული მოქალაქეებისგან პოლიციის მანქანებს ქვები უნდა მოხვდეს, ცეცხლი უნდა წაუკიდონ და აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ “ევროპული საქართველოს პოზიციაა, რომ დაუშვებელია პოლიციაზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა და თავდასხმა, მაგრამ მაინც და მაინც ეს უნდა მოხდეს, რომ შემდეგ დაუთმონ?! თუ დამთმობები იყვნენ, იქამდე დაეთმოთ! ქვეყნის ჩავარდნა არის დემონსტრირება უძალობის და უსამართლობის – თან მტყუანი ხარ, თან უძალო და უძლური”

გიგა ბოკერია –  “ევროპული საქართველო”

“პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსი”

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.

დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.

იტვირთბა....