ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ესპანეთის პროკურატურამ ტარიელ ონიანის ექსტრადირების მოთხოვნით რუსეთს ოფიციალურად მიმართა

რუსეთს, ესპანეთის პროკურატურამ ოფიციალურად მიმართა, ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის ექსტრადირების მოთხოვნით.

ოფიციალურ დოკუმენტში ესპანეთის პროკურატურა აღნიშნავს, რომ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ ტარიელ ონიანს ბრალად ედება ფულის გათეთრება ესპანეთის ტერიტორიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ესპანეთის პროკურატურა ტარიელ ონიანისთვის 8-წლიან პატიმრობასა და 50 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდას ითხოვს.

ესპანეთის პროკურატურამ ტარიელ ონიანის დაკავების ორდერი ჯერ კიდევ 2005 წელს გამოსცა ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში. მაშინ ესპანელმა სამართალდამცველებმა 30-მდე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, თუმცა ტარიელ ონიანმა მაშინ ესპანეთიდან გაქცევა მოახერხა.

ესპანეთის პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი ითანამშრომლებს მათთან ტარიელ ონიანის საქმეზე.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს  რუსეთში, ორენბურგის ოლქში მდებარე ციხიდან, ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი  გათავისუფლდა.

იტვირთბა....