საპენსიო სააგენტოს თავჯდომარის, ლევან სურგულაძის ანგარიშის შეხვედრაზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხის კომიტეტის თავჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ ეს არის გრძელვადიანი ანაბარი, რომელიც გაცილებით უკეთესად არის დაცული, ვიდრე ნებისმერ კომერციულ ბანკში განთავსებული ანაბარი.
ზოიძემ აღნიშნა, რომ საპენსიო დანაზოგი არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში.
„ყველა ერთად ვინაწილებთ რისკს, რომ საქართველო იქნება აყვავებული ქვეყანა, 20 წელიწადში, 25-ში, 30-ში, მაგრამ აუცილებლად იქნება, ეს ფული მუშაობს სწორედ აყვავებისთვის და ეკონომიკის განვითარებისათვის. მუშაობს ყველა ჩვენი საერთო ფული და კიდევ იმისათვის ვიყენებთ, რომ ღირსეული, ნორმალური სიბერე გვქონდეს“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ზოიძე აცხადებს, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს და თანხებიც სწორედ მეტი დასაქმებულების მოზიდვაში უნდა დაიხარჯოს.