ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პუტინის პოზიცია საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელია” – ესტონეთის პრეზიდენტი

ესტონეთის პრეზიდენტმა ესტონურ რადიოსთან ინტერვიუში განცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის პოზიცა საქრთველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელია. კალიულაიდმა ინტერვიუში პუტინთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

მისივე თქმით,  არც ელოდა, რომ რუსეთის პოზიცია პუტინთან მისი შეხვედრისას შეიცვლებოდა.

„პუტინმა ზუსტად ის თქვა, რასაც ხშირად ვისმენთ. რა თქმა უნდა, არც მე მქონდა მოლოდინი, რომ მისი პოზიცია შეიცვლებოდა. დამეთანხმებით, უცნაურიც კი იქნებოდა, რომ მე მისი პოზიციის ცვლილების შესახებ მხარეებზე ან თუნდაც ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის მონაწილეებზე ადრე გამეგო“, – განაცხადა კალიულაიდმა.

მისივე განცხადებით, პუტინთან შეხვედრის მთავარი მიზანი, საქართველოს, უკრაინისა და სხვა საკითხებზე, ესტონეთის პოზიციის პუტინისთვის პირადად გაცნობა იყო.

„ესტონეთი ევროპული სახელმწიფოა, რომელიც სხვა ევროპული სახელმწიფოების მსგავსად, მიუხედავად იმისა სასიამოვნოა თუ არა ეს, ესაუბრება მეზობლებს. ჩვენი მიზანია, მივამატოთ ესტონეთის ხმა გერმანელი, ფინელი, ავსტრიელი კოლეგების ხმებს, რომლებიც საუბრობენ ევროკავშირის პრინციპებზე, საქართველოზე, უკრაინაზე და სხვა რთულ საკითხებზე. მსურს, რომ ესტონეთი იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სხვა სახელმწიფოებთან ერთ დონზე. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ რუსეთზე, როდესაც სხვა სახელმწიფოების მეთაურებს ვხვდებით. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ იგივე მოსაზრებები რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს გავუზიაროთ“, – განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთის პრეზიდენტი გასულ კვირას მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მოლაპარაკებების დროს კერსტი კალიულაიდმა საქართველოს და უკრაინის საკითხი წამოწია.

იტვირთბა....