“რასაკვირველია, 4.6%-ით და 4.7%-ით [მშპ-ს ზრდით] სრულად გამოწვევებს ვერ დავქაჩავთ, მაგრამ კიდევ გიმეორებთ, თქვენ თუ მანახებთ, რომ თურქეთი იზრდება 5%-ით, აზერბაიჯანი 6%-ით და ჩვენ 4%-ით, კი ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ რესურსებით ღარიბი ქვეყანა ვართ, ზუსტად იმიტომ, რომ სწორი ბიზნეს გარემო გვაქვს, სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა გვაქვს და სწორი ინსტიტუციური გარემო გვაქვს, ამიტომ ყოველთვის ეს მეტობა [1.5%-2% მეზობელ ქვეყნებთან შედარებით] უნდა გვქონდეს. ჩვენ გავიზრდებით იმდენად, რამდენადაც რეგიონი მოგვცემს საშუალებას და პლუს, რამდენადაც ეფექტური ვიქნებით ჩვენ თვითონ. ეს პლუსი არის 1,5%-2%. ”
ივანე მაჭავარიანი
ფინანსთა მინისტრი
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრსბ ივანე მაჭავარიანს უსმენენ.