ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმ პირობით მოვიდა, რომ მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი დალაგდებოდა, უკან დაბრუნდებოდა” – მოისწრაფიშვილი

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე , რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზების შესახებ შეკითხვას უპასუხა განაცხადა, რომ ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმ პირობით მოვიდა, რომ მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი დალაგდებოდა, უკან დაბრუნდებოდა

მისი თქმით, ჯერჯერობით მისთვის უცნობია, ვინ დაიკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ლაშა ჟვანიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის გარკვეული უთანხმოება იყო.

“არავითარი დაპირისპირება არ არის. ყველასთვის ცნობილია, რომ ბატონი ლაშა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოვიდა საპატრიარქოდან, სადაც 8 წელზე მეტ ხანს მუშაობდა და ის მოვიდა იმ პირობით, რომ მას შემდეგ, რაც აქ დალაგდებოდა მენეჯმენტი, გარკვეული დროის შემდეგ, ის შეძლებდა უკან დაბრუნებას, ყოფილ სამსახურში. პირველ მაისამდე ბატონი ლაშა რჩება სამსახურში და შეასრულებს თავის მოვალეობას”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

შეგახზსენებთ, რომ ლაშა ჟვანიამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვა.

ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს

იტვირთბა....