ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს

“ძალიან სამწუხარო იყო ის ესკალაცია, რომელიც ვნახეთ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი პანკისის ხეობაში პოლიციასა და მოსახლეობას შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

ჩუგოშვილის თქმით, პოლიციელებზე თავდასხმა გაუმართლებელია, ძალის გამოყენებაზე კი ექსკლუზივი სახელმწიფოს აქვს.

“საკითხს რამდენიმე მხარე აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, ქონების განადგურება და მათი ჯანმრთელობის დაზიანება არის დაუშვებელი. არავისთვის, არცერთ მოცემულობაში, არც ერთი არგუმენტით არ შეიძლება ეს გამართლებული იყოს. ამაზე ძალიან ცხადი პოზიცია მაქვს და მეორე აზრი არ შეიძლება არსებობდეს…
ძალის გადამეტება არ ყოფილა, ფიზიკურად იქ ყოფნა ძალის გადამეტება არ არის. არც ერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის შეტაკებების მოწყობა გამართლებული არ არის. ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს”. – განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის განახლებას მოქალაქეებისა და პოლიციის დაპირისპირება მოჰყვა.

იტვირთბა....