ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე “მეტრონომთან” საუბარში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვებას აფასებს და აცხადებს, რომ პეტრო პოროშენკოს ქონდა ჩავარდნა და აირჩიეს ნებისმიერი სხვა.
“ზელენსკი თუ დაპატიჟებს სააკაშვილს, “ოცნება იქნება ისტერიკაში, ხოლო “ნაცმოძრაობა” ექსტაზში. არ დაპატიჟებს სააკაშვილს და არაფერი არ შეიცვლება. საქართველო ხომ სააკაშვილის გარშემო ტრიალებს უნდათ თუ არა ეს ვიღაცებს. პრიმიტიულია ყველაფერი.
პეტრე პოროშენკო იყო აბსოლუტური ჩავარდნა. ამის ფონზე აირჩიეს სხვა ნებისმიერი. მით უმეტეს, ადამიანი, რომელიც ძალიან ცნობადია და დადებითი იმიჯი აქვს. ამომრჩეველთა უმრავლესობა ხომ ტელევიზორს უყურებს”, – აცხადებს შარაშენიძე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 73.2% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი 25.3%.