ახალი ამბები მთავარი სამართალი

სულხან ბორძიკაშვილი – პანკისში ხალხს მასიური დაკავებების მოლოდინი აქვს

სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ პანკისში აქციის მონაწილეებში ჯერ კიდევ არაა ემოციები ჩამცხრალი და დაკავებების მოლოდინი აქვთ.

“ამჟამად პანკისში ვარ. ხალხში განწყობა არაა ჩამქრალი და ჯერ კიდევ აღელვებულები არიან, დაკავებების ლოდინში. ჯერ არავინ დაუბარებიათ დაკითხვაზე, მაგრამ მოლოდინი აქვთ. ამდენი მინისტრისგან ამდნეი განცხადება გაკეთდა და ხალხს მასიური დაკავებების მოლოდინი აქვს.

სამართალდამცავები ადგილზე არიან, მუშაობენ. მანქანებით დადიან და აქტიურობენ. თუმცა, მოსახლეობასთან ჯერ კონტაქტი არ ქონიათ”, – აცხადებს ბორძკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.

დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.

იტვირთბა....