aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის პატრული ჟურნალისტს: ფოტოს რომ მიღებ, ეგაა ფარული გადაღება და პასუხს აგებ

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, ლევან კაკაშვილმა მიიჩნია, რომ მისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ნებართვის გარეშე ფოტოს გადაღება იგივეა, რაც ფარული გადაღება.

20 აპრილს გორის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა პოლიციის შენობის წინ მამაკაცი შეაჩერა და ზედაპირულად შეამოწმა. ფაქტს რადიო “მოზაიკას” ჟურნალისტი შეესწრო, რომელმაც მათ ფოტო გადაუღო. პატრულის თანამშრომლის აზრით, ჟურნალისტმა კანონი დაარღვია.

“როცა ფოტოს მიღებ, უნდა იკითხო. ესაა ფარული გადაღება და პასუხისმგებლობა დაგეკისრება. ადრეც გაგაფრთხილე მე”, – უთხრა კაკაშვილმა ჟურნალისტს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ლექსო მერებაშვილის განმარტებით, პატრულის პრეტენზიები უსაფუძვლოა.

“საქართველოს კანონმდებლობით, ფოტო ან ვიდეო გადაღებაზე თანხმობა ან პირის გაფრთხილება არ არის საჭირო, თუ გადაღება ხორციელდება საზოგადო ვითარებაში, ან იგი დაკავშირებულია პირის დაკავებულ თანამდებობასთან ან/და მართლმსაჯულების მოთხოვნებთან.

პოლიციელი, რომელიც ასრულებს საკუთარ უფლება – მოვალეობას, წარმოადგენს საჯარო პირს, ახორციელებს საჯარო საქმიანობას და მისი ფოტოგადაღება, მით უმეტეს საზოგადო ვითარებაში, არ მოითხოვს მის წინასწარ ინფორმირებასა თუ ნებართვას”, – განაცხადა იურისტმა, ლექსო მერებაშვილმა.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....