საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე არ გამორიცხავს, რომ პანკისში „დადგმული სცენარის“ მონაწილე, თავად ჰესის მშენებელი კომპანია ყოფილიყო.
არველაძეს აინტერესებს, თუ ჰესის მშენებლობა ნებადართული იყო, მაშინ რატომ მიმართა კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს შს სამინისტროს ხეობაში პოლიცია გაეყოლებინა.
„რატომღაც მიმართა ეკონომიკის სამინსიტროს, რომ პოლიცია გაეყოლებინა, თუ ყველაფერი შეთანხმებული იყო რა საჭირო იყო პოლიციის გაყოლება? არც ფირმა „ფერი“ მოიქცა სწორად, როდესაც წაიყვანა პოლიცია და მე მიმაჩნია, რომ ფირმა ფერი ან გამოიყენეს, მიმაჩნია, რომ დადგმული და მართული იყო, ან ფირმა „ფერი“ თვითონ არის მონაწილე. ვინც არის მოწადინებული იმაში, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს და სხვა მოვიდეს. ხომ ნახეთ მერე, რომ პრემიერი უნდა წავიდეს, შს მინისტრი უნდა გადადგეს, ეკონომიკის მინისტრი გადადგეს, რომელიც ერთი დღის დანიშნულია,“- განაცხადა არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.
დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.