“უკრაინაში მოიგო ვლადიმერ ზელენსკიმ, აქამდე მე როცა ვუჭერდი მხარს ზელენსკის, წარმოუდგენელი შემოტევა იყო ჩემს ფეისბუქ გვერდზე, რა პოსტის არ უნდა დამედო, შემოდიოდა ათასობით ტარაკანივით ბოტები, რომლებიც მაგინებდნენ მაფურთხებდნენ. დღეს, როგორც კი ზელენსკიმ გაიმარჯვა, პირველი მიმართვა მქონდა ერთ-ერთი უკრაინული ტელევიზიით, ერთი ნეგატიური კომენტარი აღარაა.
ამ სოციალური სიბანძისთვის და სიბინძურისთვის ივანიშვილი ხარჯავს 50 ათას დოლარს თვეში „ქოცები“ ცოცხალი ადამიანები არ არინ, ესენი არიან ბოტები. ესენი არიან რუსული ტექნოლოგიის მატარებლები, ეს არ არის საქართველოს საზოგადოებრივი აზრი. უფრო მეტსაც გეტყვით, ერთი ზესტაფონის მფლობელია „რიჟა“, რომელიც შევარდნაძის ყოფილი კადრი და კორუმპირებულია, ივანიშვილმა გააგზავნა ზელენსკისთან დაკავშირებულ ვიღაც ბიზნესმენებთან თხოვნით, იქნებ საქმე ჩამიწყოთ , რომ ზელენსკიმ სააკაშვილი არ შეუშვას უკრაინაშიო. ე.ი. გაოგნებულია, გამხეცებულია”
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი
რუსთავი 2-ის გადაცემს PS