გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.
“დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის (ნაწილობრივ), სტანისლავკისა და სამტრედიის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლეონიძის, ლერმონტოვის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილისა (ნაწილობრივ) და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჟვანიასა და შატბერაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კოსტავას, ღამბაშიძისა და ქუჩიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჯავახიშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მიჩურინის, საქარის, უფლისციხის, ჩეჩელაშვილის, მამარდაშვილისა და ართვინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, ქერჩის (ნაწილობრივ), პატარა ტბის, მიქატაძისა (ნაწილობრივ) და ხერგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ფეიქართა ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა ბეთანიის, კიკეთის (ნაწილობივ), კოჯრის (ნაწილობრივ), სამადლოსა (ნაწილობრივ) და დიდების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეტრე ქავთარაძისა და თავხელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.