ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

სააკაშვილი უკრაინაში შესვლაზე აკრძალვის მოხსნას მოითხოვს

Наш-სთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს მესამე  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში შესვლაზე აკრძალვის მოხსნას მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან იურისტის მეშვეობით უკვე მიმართა უკრაინის უშიშროების სამსახურს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული აკრძალვა უკანონოა.

„როგორც უკრაინის მოქალაქე დიდი გარდაქმნის ნაწილი მინდა ვიყო. უსამართლოა, როდესაც იმ ქვეყნიდან მაგდებენ, რომელიც მიყვარს, როგორც ჩემი მშობლიური საქართველო“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ცნობილმა მსახიობმა და კომიკოსმა ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა.

იტვირთბა....