აჭარის ტელევიზიის ოპერატორებმა გაფიცვა შეწყვიტეს. როგორც მათ On.ge-ს უთხრეს, გეგმავენ, არხის მენეჯმენტთან მოლაპარაკებები დაიწყონ.
ოპერატორების განცხადებით, მათ მემონტაჟის ფუნქციის შეთავსებაც უწევთ და ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს.
აჭარის ტელევიზიის 13 ოპერატორი დღეს დილით გაიფიცა, თუმცა ისინი ჟურნალისტებთან ამბობდნენ, რომ მათი გაფიცვა კავშირში არ იყო არხის დირექტორის საკითხთან.