ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“20 სკოლაში, 800-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ პოლიფონიას და საგალობლებს, კიდევ 6-ის გახსნას ვაპირებთ”

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში უკვე 20 სკოლაა გახსნილი, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ პოლიფონიას და საგალობლებს.

როგორც თავად აცხადბს, აღნიშნული საკითხი მისთვის ემოციური და მნიშვნელოვანია.

„ეს საკითხი ჩემთვის ეხება ძალიან მნიშვნელოვან და არ დაგიმალავთ ემოციურ საკითხსაც. პირველი შემთხვევა არ არის, სამწუხაროდ, რომ ჩემი ან ჩემი მთავრობის რომელიმე წარმომადგენლის ინიციატივის ან სიტყვების ასეთი არასწორი ინტერპრეტაცია ხდება და ეძლევა მას სრულიად არაჯანსაღი ფორმა. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს გამოსვლაზე სტრასბურგში.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ფოლკლორის განვითარებაზე, პოპულარიზაციაზე, პოლიფონია და საგალობლები ამის ნაწილია, რა თქმა უნდა, აქ ჩემი აზრით, შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი – ეს არის ქართველი სახელმწიფოს ინტერესში და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში. მინდა გითხრათ, რომ უკვე 20 სკოლაა გახსნილი, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ პოლიფონიას და საგალობლებს. კიდევ ექვსის გახსნას ვაპირებთ. დიახ, ეს იყო ჩვენი ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ გავითვალსიწინებთ! უფრო მეტიც, მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, ყველგან, სადაც იქნება ჩვენი საზოგადოების თხოვნა, საქართველოში ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნით ქართული ფოლკლორისა და კულტურის ცენტრებს იმიტომ, რომ ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში, ქართველი ხალხის ინტერესებში”, – განაცხადა ბახტაძემ.

იტვირთბა....