მთავარი საზოგადოება ციტატა

“ივანიშვილმა მურუსიძე შეისისხლხორცა, რადგან ბინძური საქმეებისთვის სჭირდება”

“ქართულმა ოცნებამ“ მორალი საერთოდ ამოატრიალა. საუბარია ხოლმე წინა ხელისუფლების შეცდომებზე. თუ ვინმე იყო, რომელიც იყო განსხეულება წინა ხელისუფლების შეცდომის, ეს იყო ლევან მურუსიძე. დიახ, ეს ადამიანი იყო ყველაზე მანკიერი განსხეულება და თქვენ შეისისხლხორცეთ ბოლომდე. მის დასაცავად მოაწყვეთ მათ შორის ეს ორდღიანი ფარსი. ლევან მურუსიძე შეისისხლხორცეთ, უფრო სწორედ თქვენ კი არა, ბიძინა ივანიშვილმა შეისისხლხორცა იმიტომ, რომ ის სჭირდება ყველაზე ბინძური საქმეებისთვის. სჭირდება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი და ამ კლანის მორჩილებაში მყოფი სასამართლო. მათ შორის იმისთვის, რომ თავს დაესხას დამოუკიდებელ ტელევიზიას და ხელში ჩაიგდოს ის, რომ არა სტრასბურგის სასამართლო. იფიქრეთ ქვეყანაზე, თქვენი შვილების მომავალზე. დღეს, როდესაც მწვანე ვაშლს მიიღებთ ჯგუფურ ჩატში, ცოტა უფრო მაღლა დადექით.“ 

თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობა”

პარლამენტის პლენარული სხდომა

იტვირთბა....