მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, ავლაბრის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აშენდა ქართველი ხალხის ხარჯზე გადამხდელების თანხით და მას უნდა ჰქონდეს საზოგოადოებრივი ფუნქცია.
„რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, ეს პრეზიდენტის სასახლე არ არის, ამაზეც გაკეთდა როგორც მე მახსოვს არაერთი კომენტარი და ამ შენობას ექნება რამდენიმე ფუნქცია, მათ შორის არის ფუნქცია მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის. მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს ამ შენობას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცის, სადაც მისვლა შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს, ტურისტებს და ნახვა ჩვენი ეროვნული საგანძურის, რითაც თითოეული ჩვენთაგანი ძალიან ამაყობს. თქვენ სვამთ კითხვას, ორმაგი ხარჯი რატომ გვექნება? ამ ორ შენობას სხვადასხვა ფუნქცია აქვს, ერთი და იგივე ფუნქციის არ არის. ეს არ არის საპრეზიდენტო სასახლე. ეს შენობა აშენდა ქართველი მოქალაქეების ფულით, გადასახადების გადამხდელების თანხით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია. ეს საზოგადოებრივი ფუნქცია იქნება უზრუნველყოფილი რამდენიმე მიმართულებით, რომელიც ჩემი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, ასევე ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარეც“, – განაცხადა ბახტაძე.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის პრეზიდენტთან შეხვედრები ავლაბრის რეზიდენციაში გამართა.
ასევე, დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ახალი ეკონომიკისა და მდგრადი განცვითარებს მინისტრი ნათია თურნავა დაამტკიცა.