“ცოცხალი მაგალითი ვარ იმის, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ბატონი ბიძინა არავის დევნის. არ არის ეს კაცი ისეთი, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს. მიზეზები [გიორგი ქობულიას გადადგომის] ჩემთვის უცნობია. მინისტრების საქმიანობის შეფასება პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაა და აქედან გამომდინარე, მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. ალბათ,
თვითონ განმარტავს მიზეზებს. არ გამოვრიცხავ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გააკეთოს განცხადება წასვლის მიზეზებზე. ცოცხალი მაგალითი ვარ იმის, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ბატონი ბიძინა არავის დევნის. სად იყვნენ სხვები, როცა მე არათუ განსხვავებულ მოსაზრებებს, არამედ საწინააღმდეგო პოზიციას ვაფიქსირებდი ხშირ შემთხვევაში და ამას ჩემი და ბატონი ბიძინას ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე გავლენა არ მოუხდენია. არ არის ეს კაცი ისეთი, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს, რომ ის ადამიანებს დევნის განსხვავებული აზრის გამო. ყველა შემთხვევაში ის ითხოვს ახსნას, დასაბუთებას და ბევრჯერ გავმხდარვარ მოწმე იმისა, რომ ახსნილი და დასაბუთებული მოსაზრების შემთხვევაში მას შეუცვლია პოზიცია“.
ზაქარია ქუცნაშვილი, უმრავლესობის წევრი