მთავარი საზოგადოება ციტატა

“მე ასე არ დავარქმევდი, რომ ქობულია მოხსნეს” – სერგეენკო

“არ ვარ განწყობილი, რომ ტერმინოლოგიური კორექტირებები შევიტანო, მაგრამ მინისტრების ცვლილება წლების განმავლობაში სულ იყო და ნამდვილად ვიცი, რომ მომავალშიც იქნება. რაც შეეხება კონსულტაციებს, ვიცოდი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა თუმცა მე თვითონ ამ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობდი რადგან ეს არაა ჩვენი სამინისტროს ფუნქცია. კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები რამაც ეს ცვლილებები გამოიწვია, არაა ჩემთვის ცნობილი.

მე ყველა კოლეგასთან კოლეგიალური ურთიერთობა მაქვს. კონსულტაციები ხშირად არის, თუმცა მედიის დიდი პატივისცემის მიუხედავად არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ ამ კონსულტაციების დეტალები გავასაჯაროვო”

დავით სერგეენკო

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეკონომიკის მინისტრი გუორგი ქობულია გადადგა. მისი შემცვლელი კი ნათია თურნავა გახდა.

იტვირთბა....