aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმედის” ინფორმაციით გიორგი ქობულია თანამდებობას დატოვებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქრონიკის” ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას დატოვებს. “ქრონიკამ” მინისტრს ამის შესახებ ჰკითხა, თუმცა ქობულიამ განაცხადა, რომ ეს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადასაწყვეტია.

„მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერმინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ მიმართოთ”, – განაცხადა ქობულიამ.

“ქრონიკის” ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაანაცვლებს ქობულიას ამ თანამდებობაზე.

იტვირთბა....