“ხარისხის არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ასათიანი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ “ხარისხის არხი” სახელს იცვლის და მომავალში “სამეფო არხი” ერქმევა.
ასათიანის განცხადებით, დამფუძნებლებს თავიდანვე უნდოდათ, რომ არხი ყოფილიყო სამეფო.
“თავიდანვე გვინდოდა, რომ ჩვენი არხი ყოფილიყო სამეფო, “royal chanel” ან “სამეფო არხი, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით ამის გაკეთება, მერე პოპულარობამდე რთული იყო იმ ყველაფრის ისე წარმოჩენა რა მიზანსაც ეს არხი ახლა ემსახურება. ეს არის ქართული ბაგრატიონთა დინასტიის ობიექტურად წარმოჩენა, ქართველი და არამხოლოდ ქართული საზოგადოების წინაშე. ბაგრატიონები ყოველთვის გამოირჩეოდნენ შემწყნარებლობით, ტოლერანტობით, ნამდვილი ლიბერალობით. საქართველოში სამეფო ინსტიტუტი, არა კონსტიტუციური, არამედ აბსოლუტური მონარქია, ყოველთვის იყო მსოფლიოში გამორჩეულად შემწყნარებელი და ტოლერანტი.
რა ტელევიზია იქნებოდა თუ მთავარ გზავნილს, გაბრიელ ბერისა, უყურადღებოდ დავტოვებდით. თუ საქართველოს ბაგრატოვანი მეფე არ დაუბრუნდება, ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება. სკიპტრა არ უნდა ჰქონდეს ერს? მაშინ ამოვთხრაოთ თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი თუკი საჭირო არ ყოფილან. შესაბამისად ეს ჩემი ფილოსოფიაა. რატომ მეფე, რას ნიშნავს ღვთიური მმართველობა. ერთ-ერთ წმინდა მამას აქვს ნათქვამი, ბურჟუაზიულ წყობილებაზე, რომელსაც ასეთი ტექსტით ასრულებს: “მხარი დაუჭირეთ პროლეტარ იესოს, ბურჟუა მარქსისგან თავდასაცავადო”, – აცხადებს ასათიანი.