აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის, ეუთოს წარმომადგენელი თავისუფლების საკითხში ჰარლმ დიზირი, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა
“ვაკვირდები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის წინააღმდეგ ბრალდებებთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ მაუწყებელი გააგრძლებს შეასრულოს თავისი მნიშვნელოვანი მანდატი, ემსახუროს საზოგადოებას და მისი დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული” – წერს ჰარლმ დიზირი.
შეგახსეენბთ, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო განცხადებით, მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა თავმჯდომარეს, დირექტორის, ნათია კაპანაძის მიმართ უნდობლობის პროცედურის დასაწყებად მიმართა.
აჭარის მაუწყებლის განცხადებით, საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება.