მთავარი საზოგადოება ციტატა

“დღეს მართლა უჭირთ უზენაეს სასამართლოში, რადგან დიდი რაოდენობით საქმეს ძალიან ცოტა მოსამართლე იხილავს”

“დღეს ვიკრიბებით, რომ გადავწყვიტოთ რის გათვალისწინებას ვაპირებთ და რის – არა. ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრებები და რეკომენდაციები, რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, მათ შორის, მაგალითად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო გამოცდის მოხსნა, რადგან ძალიან აფართოებს იმ ადამიანების წრეს, ვისაც მარტივად შეეძლება რომ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. ასევე მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ საბჭოს მოქმედ წევრებს არ უნდა ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი და შესაბამისად, თუკი ამბიცია აქვთ, რომ კონკურსში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაშინ არანაირი მონაწილეობა არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ა.შ. ასევე საუბარი გვექნება იმ მოსაზრებაზე, რომ ვინაიდან ჩვენ გვაქვს ახლა უნიკალური მდგომარეობა, როდესაც ერთდროულად ამდენი მოსამართლეა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი და ეს საკონსტიტუციო ცვლილებებით არის გამოწვეული რომ იმდენი ვაკანსიის ათვისება მოხდეს, რამდენიც აუცილებელია სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუ არის შესაძლებელი, რომ ვაკანსიების ნაწილი სხვა მოწვევის პარლამენტმა დააკომპლექტოს, ამ აზრზეც გვექნება მსჯელობა. შეხვედრის შემდეგ დავაზუსტებთ გადაწყვეტილებას”

თამარ ჩუგოშვილი

იტვირთბა....