ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანა დოლიძე: დღის წესრიგი ძალიან მზაკვრულია – იმდენად მოხდეს მორალური აღრევა, რომ ვერავინ გაარჩიოს თეთრი და შავი ამ ქვეყანაში 

“დღის წესრიგი არის ძალიან მზაკვრული, იმდენად მოხდეს მორალური კოლაფსი და აღრევა, რომ ვერავინ გაარჩიოს თეთრი და შავი ამ ქვეყანაში”, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც მან TV პირველის ეთერში საუბრისას აღნიშნა, ფულის რეჟიმში ხელისუფლება იგებს.

“დღის წესრიგი არის ძალიან მზაკვრული, იმდენად მოხდეს მორალური კოლაფსი და აღრევა, რომ ვერავინ გაარჩიოს თეთრი და შავი ამ ქვეყანაში, არავის დარჩეს მორალური უპირატესობა და არავინ იყოს ცნობილი, როგორც კაი ტიპი. იმიტომ მიდის დღეს ყველა მორალური ავტორიტეტის ნგრევა. ჩვენ, ადრე, პროტესტების დროს, გვქონდა აბრა: “დაისაჯონ სანდრო გირგვლიანის მკვლელები”… ამით დავდიოდით, შალვა შავგულიძესთან ერთად. დღეს “ქართულმა ოცნებამ” ეს აბრა დააჭერინა ლევან მურუსიძეს, დღეს გვეუბნება, რომ გვანცა ყუფარაძის მოსამართლე, თურმე ძალიან მაგარი ყოფილა, გვეუბნებიან, რომ გიორგი ზერეკიძე თავად ჩაჯდა ციხეში და გვეუბნებიან, რომ თურმე ადამიანის უფლებადამცველები ეს ხალხი არიან და ესენი ასწორებენ კანონებს, სულხან მოლაშვილმა თვითონ მიიწვა სიგარეტი, თორემ ადამიანის უფლებების დარღვევას კი არ ჰქონია ადგილი. ამავე დროს, ნაციონალური მოძრაობა დამნაშავე რეჟიმია, სისხლიანი 9 წელია…უნდა მოხდეს სრული აღრევა, მთავარი მონათმფლობელი უნდა გახდეს ილია ჭავჭავაძე, მთავარი ნაციონალისტი, ფაშისტი უნდა იყოს ვაჟა ფშაველა, საერთოდ არ უნდა იყოს მორალური პარამეტრი.. ფულის რეჟიმში ხელისუფლება იგებს და მიდის მორალური უპირატესობის მოშლა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იტვირთბა....