ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნოტრ-დამის ხანძრის გამო პატრიარქი რომის პაპსა და მაკრონს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს  პატრიარქი, ილია მეორე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის გამო რომის პაპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს თანაგრძნობას უცხადებს.

“გამოვთქვამთ გულისტკივილს და თანაგრძნობას გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის გამო. მეტად დიდია ეს განსაცდელი, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყოველივე მალე აღდგება და განახლდება. შევთხოვთ ღმერთს, ყველა ადამიანშიც განახლდეს და აღდგეს რწმენა, სასოება და სიყვარული

მთელი მსოფლიო შეშფოთების ადევნებდა თვალს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ მომხდარ ხანძარს, რომელმაც არა მარტო ამ ქალაქისა და საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის შუა საუკუნეების მშვენება ასე უმოწყალოდ დააზიანა. დიდია ჩვენი გულისტკივილიც და გვინდა თანაგრძნობა გამოვუცხადოთ ფრანგ ხალხს, საფრანგეთის ხელისუფლებას, კარდინალსა და სასულიერო დასს. ვწუხვართ, ძალიან ვწუხვართ”, — მიმართავს პატრიარქი საფრანგეთის პრეზიდენტს.

იტვირთბა....