“ის რაც არ არის გაკრიტიკებული, არის მხოლოდ კანონპროექტის სათაური, ყველაფერი დანარჩენი გატარებულია კრიტიკის ქარცეცხლში. პრინციპების დონეზე კანონპროექტი არ შეესაბამება მინიმალურ სტანდარტებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს. გაკრიტიკებულია – კრიტერიუმები, რადგან გამოცდა არ უნდა იყოს წინაპირობა, რასაც ჩვენ ვამბობდით. გაკრიტიკებულია ასაკი და გამოცდილება და მიჩნეულია, რომ ეს არის ძალიან დაბალი და ჩვენს კანონპროექტში გამოცდილების თვალსაზრისით უფრო მაღალი სტანდარტია შემოთავაზებული. გაკრიტიკებულია კენჭისყრის პროცესი, შერჩევის პროცესი, ასევე ფარული კენჭისყრა. გაკრიტიკებულია ინტერესთა კონფლიქტის არსებული მოდელი, რასაც ჩვენც ვაკრიტოკებდით. პირდაპირ მითითებულია, რომ ასეთი დაბალი დონის სტანდარტი არღვევს საერთაშორისო მიდგომებს, რომელსაც უნდა იცავდნენ ქვეყნები. დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესაძლოა, ჩიხში შევიდეს კენჭისყრის პროცესი. გაკრიტიკებულია ყველა პრინციპი, ყველა ეტაპი, რაც ამ კანონპროექტშია მითითებული “
ეკა ბესელია
ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა. კომისია რამდენიმე ძირითად რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორისაა, არამოსამართლე წევრებისთვის სასამართლო სისტემაში მოხვედრის შესაძლებლობა და კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საჯაროობა.