aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფანასკერტელის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები სრულდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩა N16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია სრულდება.

პროექტის ფარგლებში, საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყო განათების სისტემა, საჩრდილობელი და საბაღე სკამები განთავსდა.

ამ დროისთვის, სკვერში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება და რულონური ბალახი დაიგება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„აღნიშნული სკვერის კეთილმოწყობა მოსახლეობის დიდი სურვილი იყო. რეკრეაციული და საბავშვო გასართობი სივრცეების შექმნა ჩვენთვისაც მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, სადაც დასვენების შესაძლებლობა ყველა თაობის ადამიანს ექნება. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, მწვანე სივრცეებს მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ, რათა რაიონში რაც შეიძლება მეტი მოწესრიგებული სივრცე არსებობდეს“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომლის ღირებულება 72 531 ლარს შეადგენს, კომპანია „ტაო“ ახორციელებს.

იტვირთბა....