„ვენეციის კომისიას ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება აქვს. ყველა ძირითადი საკითხი პოზიტიურად არის შეფასებული. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ჩვენ გვაქვს რესურსი, ვიმსჯელოთ თითოეულ რეკომენდაციაზე, გავაანალიზოთ და შესაბამისად გავითვალისწინოთ. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციას მოუწევს, თვალი გაუსწოროს ვენეციის კომისიის პოზიტიურ და დადებით შეფასებას. მესმის, ახლა უჭირთ, რომ ყველაფერს თვალი გაუსწორონ, თუმცა ეს ის ძირითადი საკითხებია, რა საკითხებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს საკითხები სრულ შესაბამისობაში იყო ევროსაბჭოს ძირითად რეკომენდაციებთან. რაც მთლიანობაში ვენეციის კომისიამ დაგვიდასტურა“
ანრი ოხანაშვილი
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს გამოქვეყნდა.